განათლება

   
     ინკა პაჩაკუტი ზრუნავდა მომავალი თაობების ლიოალურობაზე. ის დედაქალაქში იწვევდა დაპყრობილი პროვინციების მმართველების შვილებს იმ სკოლებში სასწავლებლად, რომლებშიც ინკი დიდებულების შვილები სწავლობდნენ. ამ ახალგაზრდებს შემდეგ აბრუნებდნენ სახლებში, სადაც ისინი ინკების სასარგებლო პროპაგანდას ეწეოდნენ. სტუდენტებს ასწავლიდნენ რელიგიასგეომეტრიასისტორიას,სამხედრო,სტრატეგიასადა ორატორულ ხელოვნებას.
       16 წლის ახალგაზრდები უაღრესად რთულ გამოცდებს აბარებდნენ, სადაც ისინი აჩვენებდნენ თავის გამძლეობას, ძალას, ცოდნასა და მოხერხებულობას. ამგვარი გამოცდები ჩვეულებრივ ერთი თვე გრძელდებოდა, ტარდებოდა ღია ცის ქვეშ და ყვლა მსურველს შეეძლო მასზე დასწრება. მონაწილეებს აშიმშილებდნენ 6 დღის განმვლობაში, აძლევდნენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს და წყალს, რის შემდეგაც, მათ სწრაფად უნდა გაერბინათ ოთხ-ნახევარი მილი. შემდეგ გაუნძრევლად უნდა მდგარიყვნენ, როცა დახელოვნებული მოფარიკავე მათ ჩხვლეტდა და ჭრილობებს აყენებდა ან ბასრი იარაღით ახლადაბიბინებულ ულვაშებს აჭრიდა. "მათ სასტიკად სცემდნენ ხელებსა და ფეხებზე წნელებით, რათა დარწმუნებულიყვნენ მათ მიერ ნებისმიერი ტკივილის ამტანიანობაში, ხოლო ის ახალგაზრდა, რომელიც ოდნავ მაინც გაამჟღავნებდა ტკივილს, უმოწყალოდ იდევნებოდა" – წერდა ცნობილი ესპანელი ქრონისტი გარსილასო დე ლა ვეგა.                                             
       ვეგა აღნიშნავს, რომ სამხედრო თამაშობების დროს ხშირი იყო ახალგაზრდების დასახიჩრება და სიკვდილი. გამოცდები მთავრდებოდა რაინდად კურთხევით. თვით საპა ინკა ხელში იღებდა ოქროს ნემსს, თითოეული ახალგაზრდა მის წინ მუხლებზე დგებოდა და იმპერატორისაკუთარი ხელით უხვრეტდა მათ ყურების ბიბილოებს საყურეებისათვის. მათ გადაეცემოდათ ოქროს დისკები (საყურეები) - კასტის ნიშნები და კურსდამთავრებულები თავის ადგილს იკავებდნენ უმაღლესი კლასისი წარმომადგენელთა შორის. ქანცის გაწყვეტამდე ავარჯიშებდნენ სპეციალურად შერჩეულ ქალიშვილებსაც, რომელთა რიცხვიც იმპერიაში იყო მუდმივი და 15 ათასს შეადგენდა. 
    სპეციალური აგენტები ჩხრეკდნენ ქვეყნის კუთხე-კუნჭულებს და ეძებდნენ ქალიშვილებს, რომლებსაც არჩევდნენ სილამაზის, ნიჭისა და წარმომავლობი მიხედვით. შერეჩეულ გოგონებს ყოფდნენ ათკაციან ჯგუფებად და აგზავნიდნენ მონასტრებში, სადაც ხანდაზმული "მამაკონები" მათ ქსოვას, ქსოვილის შეღებვას, განსაკუთრებული საჭმელების და ჩიჩას (არყის მსგავსი ალკოჰოლური სასმელი) მომზადებასა და რელიგიური რიტუალების ჩატარებას ასწავლიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საფეიქრო საქმეს, რადგან სწორედ იინი ამზადებდნენ ალპაკის და ვიკუნიას მატყლისაგან ნატიფ და ნაზ ქსოვილებს, რომლისგანაც იკერებოდა ტანსაცმელი იმპერატორისა და მისი ცოლისათვის. სამწლიანი სწავლების შემდეგ, გოგონები ჩამოჰყავდათ კუსკოში, სადაც იმპერატორი თვითონ ირჩევბდა ცოლებს თავისთვის და სხვა დიდებულებისათვის. ვინც შერჩევის გარეშე რჩებოდა, მათ მონასტრებში ქურუმებადანაწილებდნენ: აქ ისინი გამორჩეული ქალბატონებივით ცხოვრობდნენ, დროს განცხრომაში ატარებდნენ და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ.

No comments:

Post a Comment