სოფლის მეურნეობა



       იმის გამო, რომ ინკები მთიან ადგილებში სახლობდნენ, ძალიან პრობლემური იყო მიწათმოქმედების საკითხი. ეს პრებლემა ინკებმა მარტივად გადაწყვიტეს: ციცაბო ფერდობებზე გაჭრეს ტერასები, სადაც მათ საუკეთესო მოსავალი მოჰყავდათ. გასაოცარია, მაგრამ ისინი იყენებდნენ საირიგაციო სისტემასაც, რომელსაც დღესაც კი გაოცებაში მოჰყავს მნახველი. 
     ინკებს ძირითადად მოყავდათ მაისი ანუ სიმინდიპომიდორიარაქისი,წიწაკანესვიანანასიკაკაოკოკაბამბა,კარტოფილი. ინკებისათვის ყველა ეს მცენარეული კულტურა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მათი კვების რაციონში მთავარი ადგილი მაინც კარტოფილს ეკავა, განსხვავებით აცტეკებისა და მაიას ცივილიზაციისაგან, რომელთთვისაც ასეთი მცენარე მაისი (სიმინდი) იყო. სწორედ ინკებმა მოაშენეს პირველად დედამიწაზე კარტოფილი.

ინკებს 200–მდე სახეობის კარტოფილი ჰქონდათ კულტივირებული
    საინტერესო იყო კარტოფილის შენახვის პროცესი: ინკები მას ღამე ტოვებდნენ სიცივეში, შემდეგ დილით გარეცხავდნენ წყლით და შემდეგ მზეზე გაფენდნენ. ამ პროცედურას იმეორებდნენ 3 - 4-ჯერ და კარტოფილი უკვე მზად იყო შესანახად. [3] ცხოველებიდან, ინკებს მოშენებული ჰყავდათ ლამა და ალპაკა, რომელთაც გამწევი ძალის გარდა, სახორცედაც გამოიყენებდნენ.






No comments:

Post a Comment