მეცნიერება



     ინკები ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით მათემატიკასა და ასტრონომიაში. მათ ჰქონდათ საკუთარი მზისა და მთვარის კალენდარი, იცოდნენ ბუნიობის მოვლენის შესახებ,რომლის მიხედვითაც თესდნენ თუ იღებდნენ მოსავალს.
     ინკებს საოცრად მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული მედიცინა, რომლითაც ისინი ბევრად უსწრებდნენ იმ დროის ევროპელებს. მრავალი სამკურნალო მცენარის გამოყენებით, რომელთა თვისებებსაც ინკები ზედმიწევნით იცნობდნენ, ისინი ებრძოდნენ და წარმატებითაც ამარცხებდნენ უსერიოზულეს დაავადებებს, მაგალითად მალარიას, რომელსაც ქინაქინითკურნავდნენ. 
     მეცნიერების გაოცებას იწვევს ინკების განვითარების დონე ქირურგიაში. 1975 წელს,პარიზში ჩატარდა პლასტიკური ქირურგიის მუშაკთა საერთაშორისო კონგრესი,რომელზეც პერუელმა მეცნიერმა ე.აპინიმ წარადგინა იმის დამამტკიცებელი მასალები,რომ ინკები,ჯერ კიდევ უხსოვარ დროს,აკეთებდნენ ურთულეს ოპერაციებს თავის ქალაზე.მეცნიერმა შეისწავლა 150 პრეპარირებული თავის ქალა ლიმას და კუსკოს ანთროპოლოგიის მუზეუმებიდან და დაადგინა,რომ ძველ ქირურგებს შეეძლოთ დაზიანებული თავის ქალის ნაწილების შეცვლა ორგანული მასალისგან ან ოქროსგან დამზადებული ფირფიტებით.პაციენტების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო - დაახლოებით 70 პროცენთი. ანესთეზიისათვის იყენებდნენ მცენარე კოკაინის ხეს.

No comments:

Post a Comment