საზოგადოება


      ბრძნული პოლიტიკის წყალობით, იმპერიაში სხვადასხვა ხალხების კულტურაერთმანეთს მჭიდროდ გადაეჯაჭვა: ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ არა მარტო ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ ცვლიდნენ რესურსებსაც, რის გამოც აღმოცენდა ურთიერთდახმარების ისეთი საზოგადოება, რომლის მსგავსიც მანმადე არ არსებობდა.
        ბიუროკრატიული აღრიცხვიანობისათვის, ინკებმა იმპერიაში შემავალი ოჯახები აკურატულად დაყვეს ათეულებად. თითოეულ 10 "ოჯახურ კერიას" მართავდა ერთ-ერთი რომელიმე ოჯახის თავი, რომელიც ანგარიშს აბარებდა 50 ოჯახისგან შემდგარ ჯგუფის ხელმძღვანელს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ანგარიშვალდებული იყო პრეფექტების წინაშე, რომლებიც მართავდნენ 100, 500, 5 000, 10 000 "ოჯახურ კერიას". ყოველივე ეს წარმოადგენდა ნატურალური გადასახადების აკრეფის კარგ საშუალებას. ხელოსნები საიმპერატორო კარისა და დიდებულებისათვის გასაოცარი სილამაზის ნივთებს ამზადებდნენ. აღებულ მოსავალს აგზავნიდნენ უზარმაზარ საწყობებში. ამ საწყობიდან ყოველდღე გაიცემოდა სასურსათო ულუფა და ნივთები ქვრივებზე, ობლებზე, ქრონიკულად დაავდაებულებსა და შრომის უნარის არმქონე ადამიანებზე. ხოლო სტიქიური უბებდურებების დროს, დახმარება ყველა ადამიანზე გაიცემოდა. სოციალური დაცვის ამგვარი ღონისძიებების შედეგად, იმპერიაში არავინ არ შიმშილობდა. საწყობებში უთვალავი რაოდენობით იყო ყველაფერი: სურსათ-სანოვაგე თუ საბრძოლო იარაღები. მოსახლეობას არ ეშინოდა მოუსავლიანობის ან სტიქიური უბედურებისა.მაგრამ ამ უსაფრთხოებისათვის საჭირო იყო მსხვერპლის გაღება, ამგავრ მსხვრერპლს კი რეგლამენტირებული, ბიუროკრატიული ცხოვრების სტილი წარმოადგენდა.
        ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საპა ინკას გააჩნდა განსაკუთრებულ ინსპექტორთა მთელი სამსახური, რომელშიც დიდებულები შედიოდნენ. ისინი მოძრაობდნენ ინკოგნიტოდ და ამოწმებდნენ ადგილობრივ მოხელეთა საქმიანობას. მათ უწოდებდნენ "ტოკოი-რიკოკს" (ისინი, ვინც ყველაფერს ხედავენ). ამგვარი რევიზორებისგან მიღებული ინფორმაცია დედაქალაქში ჩაჰქონდათ სპეციალურ კურიერებს ინკების მიერ შესანიშნავად მოწყობილი გზების წყალობით. ეს გზები წარმოადგენდა საინჟინრო ხელოვნების სასწაულს, 15 ათას მილზე მეტი იგრძის მოხერხებულ საგზაო მაგისტრალებს, რომლებზედაც გარკვეულ მანძილზე ერთმანეთისგან დაციელბული სასტუმრო – სადგურები (ტამბო)მდებარეობდა, სადაც ოფიციალურ პირებს შეეძლოთ თავშესაფრისა და საგზლის მიღება. მორბენალი კურიერები (ჩასკი) ერთმანეთისაგან რამდენიმე მილის მანძილზე იყვნენ დაცილებულნი. კურიერი, რომელიც ამ საქმიანობისათვის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იყო შერჩეული სწრაფი სირბილისა და გამძლეობის გამო, რომელსაც იგი მთის გაიშვიათებული ატმოსფეროში ამჟღავნებდა, ბოლომდე ხარჯავდა თავის ძალებს. მორიგ საფოსტო სადგურთან მიახლოებისას, იგი საყვირს უბერავდა. მეორე კურიერი, რომელიც საყვირით გებულობდა კოლეგის მოახლოებას, სწრაფად ემზადებოდა და მასთან ერთად გარბოდა რამდენიმე ასეულ მეტრს და ცდილობდა ზუსტად დაემახსოვრებინა ის ინფორმაცია, რომელიც მას მესამე კურისრისთვის უნდა გადაეცა, ის მეოთხეს და ა .შ. გზებისა და კურიერული ისტემის ამგვარი მოწყობის წყალობით, ინფორმაცია დანიშნულ ადგილამდე აღწევდა დღეში 250 მილის სიჩქარით. ზოგიერთი შიკრიკები ზღვის სანაპიროდან, იმავე დღეს დაჭერილ თევზს აწვდიდნენ იმპერატორის სამზარეულოს.

No comments:

Post a Comment