ისტორია-არქიტექტურა


      ინკები თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ჩვ. წ-ის დაახლოებით 1200 წელს გამოჩნდნენ, როგორც ამას მათი მმართველების სიიდან ვგებულობთ. ინკები მცირერიცხოვანი, მთებში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი იყო, რომლებიც ზემოაღნიშნულ წელს დასახლდნენ კუსკოს ველზე. 
     მთიელები თავის თავს "ინკებს" უწოდებდნენ მმართველის სახელის მიხედვით, რომელიც "საპა ინკას" ტიტულს ატარებდა. კუსკოს ველზე დასახლების დამფუძნებელი იყო მანკო კაპაკი, ინკების სახელმწიფოს პირველი მმართველი. 
     ინკები გადმოცემის მიხედვით, თავს მზის შვილებად თვლიდნენ და თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ ყველა ველურის განათლება, ჭკუაზე მოყვანა. ამ დანიშნულების პრაქტიკული განხორციელება მათ დაიწყეს პაჩაკუტის, პატივმოყვარე და იღბლიანი მმართველის დროს, რომელმაც არა მარტო მრავალი ტომი დაიპყრო, არამედ გაავრცელა კიდეც ინკების კულტურა და რელიგია.
   იმპერატორმა პაჩაკუტიმ და მისმა მემკვიდრე ტუპაკ ინკა იუპანკიმ შექმნეს უზარმაზარი იმპერია, უდიდესი ცივილიზაცია, რომლის სამართავადაც საჭირო იყო განსაზღვრული, კარგად დამუშავებული სისტემა. როგორც კი პაჩაკუტი იპყრობდა ახალ მიწებს, იგი იქ ჯანსაღ პოლიტიკას ატარებდა: დაპყრობილ ხალხებს ადგილებზე უტოვებდა მათ მმართველებს და არ უკრძალავდა ადგილობრივი ღმერთების თაყვანისცემას. მან ურთიერთობებისათვის საერთო – კეჩუას ენა დაამკვიდრა, რომელზეც მხოლოდ კუსკოში ლაპარაკობდნენ და იგი იმპერიის ოფიციალურ ენად აქცია. იგი არ უკრძალავდა იმპერიაში შემავალ ხალხებს თავიანთ ენებზე ლაპარაკს, მაგრამ მოითხოვდა ოფიციალური ენის ცოდნასაც.
    კეჩუას ენა დღემდე შემორჩა და მასზე ანდების მთებში, თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 10 მლნ კაცი ლაპარაკობს. სახელმწიფოს სათავეში ედგა დიდი ინკა, რომელიც მზის ცოცხალ განსახიერებას წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ ინკების ყოველი ახალი მეფე თუ იმპერატორი, მემკვიდრეობით ღებულობდა მხოლოდ ძალაუფლებას და არა სიმდიდრეს, ამიტომაც მეფე საქმიანობას დაპყრობით იწყებდა, იერთებდა რა ახალ მიწებს და სიმდიდრეს აგროვებდა. იმპერატორმა პაჩაკუტიმ დაადგინა, რომ ის მზის ღმერთის პირდაპირა შთამომავალია და რომ ქვეყანას ღვთის განგებით მართავს. 
    იმპერიის ინსპექტირების დროს, მას ოქროს ტახტრევანით დაატარებდნენ, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ხოლო უკან მოყვებოდა რამდენიმე ათასი კაცისაგან შემდგარი ამალა. არავის არ ჰქონდა საპა ინკასათვის პირდაპირ თვალებში შეხედვის უფლება. მას რამდენიმე ასეული მხევალისგან შემდგარი ჰარამხანა გააჩნდა, მაგრამ მისი მეუღლე, დედოფალი ანუ კოია, ირჩეოდა საპა ინკას ღვიძლი დებისგან. სწორედ კოიასაგან შეძენილი შვილებისგან ირჩევდა იმპერატორი მემკვიდრეს. სიძნელეები, რომლებიც თავს იჩენდნენ ხოლმე ტახტის მემკვიდრეობით მიღების დროს, სრულად გამოჩნდა როცა პაჩაკუტის შვილიშვილი უაინა კაპაკი, ტახტის მემკვიდრის ოფიციალურად გამოცხადებამდე, ყვავილისგან გარდაიცვალა. მისი კანონიერი მემკვიდრე, ნინან კუიუჩიც ეპიდემიამ იმსხვერპლა. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ ორი პრინცი უასკარი და

No comments:

Post a Comment